ტექნიკური მომსახურებაrem

  • დამტვირთველის გეგმიური ტექნიკური მომსახურება მწარმოებელი ქარხნის რეგლამენტის შესაბამისად;
  • ტექნიკური მდგომარეობის სრული დიაგნოსტიკა დასკვნის გაცემით;
  • დამტვირთველების ან ცალკეული აგრეგატების მიმდინარე რემონტი;
  • დამტვირთველის კაპიტალური შეკეთება და ნაწილების შეცვლა;
  • ბრიგადის მომსახურება ადგილზე;
  • სხვა დამტვირთველის გამოყოფა მოცდენის დროის განმავლობაში იჯარის ხელშეკრულების პირობებით.

დამტვირთველს, თუნდაც იდეალურ პირობებში მუშაობდეს, სჭირდება ტექნიკური მომსახურება და დაძველებული ზეთების, ნაწილებისა და კვანძების შეცვლა. დამტვირთველის დაზიანება უფრო ხშირად რამდენიმე მიზეზით ხდება: საერთოდ არ ტარდება ან იშვიათად ტარდება ტექნიკის გეგმიური მომსახურება, გამოიყენება უხარისხო საწვავი, ტექნიკა მუშაობს დღე-ღამეში 8 საათზე მეტს სათანადო დათვალიერების გარეშე, დამტვირთველს მართავს არაკვალიფიციური ან მოუმზადებელი მძღოლი-ოპერატორი. არის კიდევ ბევრი მიზეზი, რის გამოც ხდება დამტვირთველების დაზიანება.

საერთოდ, ყველაზე მეტი ყურადღება სჭირდება საწვავის სისტემას და სავალ ნაწილს – საწვავის სისტემას იმიტომ, რომ ხშირად უხარისხო საწვავის გამოყენების დროს მექანიკური მინარევებითა და წყლით  ივსება საწვავის ფილტრი, საწვავის მოწყობილობის კვანძები. ამიტომ საჭირო ხდება  მათი შეცვლა და გაწმენდა დადგენილ ვადებზე ადრე; სავალ ნაწილს იმიტომ, რომ დამტვირთველის სავალი გზები ხშირად ცუდ მდომარეობაშია. უსწორმასწორო გზებზე მოძრაობის დროს წარმოქმნილი ბიძგები და რყევები იწვევს სავალი ნაწილის  დეტალებისა და შეერთებების დაჩქარებულ ცვეთას, საჭის კვანძების მოშვებას და მსხვრევასაც კი. დამტვირთველს უფრო ხშირად უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება მტვრიან ან ჭუჭყიან გარემოში მუშაობის დროს.

ტექნიკურ მომსახურებას ატარებენ ჩვენი კომპანიის გამოცდილი სპეციალისტები. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სახარჯი მასალების შეცვლით. თქვენი ტექნიკის დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ჩვენი სპეციალისტები ყოველი ტექნიკური მომსახურების დროს ჩაატარებენ ფარული გაუმართაობების გამოსავლენ დიაგნოსტიკურ სამუშაოებს, შემოგთავაზებენ პროფესიულ რჩევებს.

ჩვენი მუშაობის პრინციპები:

  1. გეგმიური ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ტექნიკური მომსახურებს ჩატარების მოთხოვნით გამოგზავნილი განაცხადების საფუძველზე, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
  2. ტექნიკური მომსახურების დაწყებამდე კლიენტს ეცნობება სამუშაოთა მოცულობა, სახარჯი მასალებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულება (წარედგინება ანგარიში).
  3. ზეგეგმითი (ავარიული) სარემონტო სამუშაოები ტარდება გამოგზავნილი განაცხადების საფუძველზე უმოკლეს ვადებში, მათ ღირებულებას კლიენტი იხდის სარემონტო სამუშაოების მთელი კომპლექსის ჩატარების შემდეგ.
  4. არც ერთი სამუშაო, მათ შორის დამატებითი, არ ტარდება კლიენტის თანხმობის გარეშე.

ხარისხიანი მომსახურება გონივრულ ფასებში – ეს ნამდვილად ასეა!

* შეგახსენებთ, რომ ტექმომსახურებაზე გაწეული ხარჯები თავიდან აგაცილებთ უფრო მეტ ხარჯებს, რაც მოჰყვება ტექნიკის დაზიანებას და ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების  წესების დარღვევის გამო გარანტიის უფლების დაკარგვას.