ჩანგლიანი დამტვირთველები HELI

მენეჯერთან კონსულტაცია

კატალოგი

ელექტრო დამტვირთველი Li-Ion ბატარეებით

კატალოგში გადასვლა

დიზელის დამტვირთველი

კატალოგში გადასვლა

ელექტრო დამტვირთველი

კატალოგში გადასვლა

ელექტრო შტაბელერები

კატალოგში გადასვლა

ელექტრო ურიკები

კატალოგში გადასვლა

ელექტრო საწევარა

კატალოგში გადასვლა

დიზელის საწევარა

კატალოგში გადასვლა

მძიმე ტვირთამწე ტექნიკა

კატალოგში გადასვლა

კონტეინერმზიდი

კატალოგში გადასვლა

დამტვირთველი ციცხვით

კატალოგში გადასვლა

შტაბელერი ჰიდრავლიკური

კატალოგში გადასვლა

ურიკები ჰიდრავლიკური

კატალოგში გადასვლა

თანამედროვე სასაწყობე, სავაჭრო და სამრეწველო ზონები წარმოუდგენელია სატვირთო ტექნიკის გარეშე. ჩანგლიანი დამტვირთველი – არის უნივერსალური, მრავალფუნქციური ტექნიკა, რომელიც ასრულებს ყველაფერს რაც დაკავშირებულია ტვირთის ტრანსპორტირებასთან, სიმაღლეზე აწევასთან, გადაადგილება და დაშტაბელებასთან. სანამ შეიძენთ დამტვირთველს, უნდა ჩამოყალიბდეთ რა დავალებების შესრულება მოუწევს, შესაძლებელია გამოიყოს კონკრეტული მოთხოვნა რისი შესრულებაც მოუწევს დამტვირთველს.

გამოყენების სფერო

ჩანგლიანი დამტვირთველები განკუთვნილია არა მარტო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. სხვადასხვა მოდელები და კონფიგურაციები საშუალებას იძლევა შეასრულოს ბევრი სხვა დავალება: აწიოს და დააშტაბელოს ტვირთი საკმაოდ მაღალ იარუსებზე, შეგროვდეს შეკვეთები, დაიტვირთოს და გადმოიტვირთოს პალეტები. ასევე შესაძლებელია დამტვირთველის გამოყენება საბუქსირედ.

სამუშაო პირობები

ღია და დახურულ სივრცეში. გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაო მოედნის ზომები, სამოძრაო დერეფანი, სამშენებლო სიმაღლე და ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია რამდენად ინტენსიურად იმუშავებს დამტვირთველი.

ძირითადი სამუშაო პარამეტრები

ტვირთამწეობა და აწევის სიმაღლე

ძრავის ტიპი

ელექტრო, დიზელის, გაზის ან გაზ-ბენზინის.

კომპანია HELI დამსახურებით და მუდმივად გაუმჯობესებისკენ სწრაფვით, ჩინეთიდან დამტვირთველის შეძენა ნიშნავს ხარისხიანი ტექნიკის შეძენას, რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას და ტვირთის დამუშავების ტენდენციებს.

ჩანგლიანი დამტვირთველების კატალოგი

ყველა მწარმოებელს შემუშავებული აქვს მოდელები სხვადასხვა საწყობის მოთხოვნის მიხედვით და არც HELI-ა გამონაკლისი.

დავალებათა დიაპაზონის მიხედვით განსხვავდება ტექნიკაც, ასორტიმენტში შედის:

ჩანგლიანი დამტვირთველები შიდა წვის ძრავით: დიზელის, გაზის, გაზ-ბენზინის

ჩვენ ბაზარზე მათ ავტოდამტვირთველს, ავტოკარებსაც უწოდებენ. ტექნიკის უნივერსალური ტვირთამწეობაა 1.5 ტონა, ყველაზე ხშირად გამოიყენება ღია სივრცეებში ინტენსიური სამუშაო რეჟიმით.

ელექტრო დამტვირთველები

ძირითადად გამოიყენება შიდა სივრცეებში, სადაც გამონაბოლქვი დაუშვებელია. მანევრირებადია და საკმაოდ ეკოლოგიურია. შესაძლებელს ხდის 10 ტონამდე ტვირთის აწევას.
Heli-ს შეძენა “ფორკლიფტ სერვის ჯორჯიისგან, აქვს უპირატესობა – ჩინური ტექნიკაა რომელშიც ჩამონტაჟებულია ევროპული აკუმულატორი.

რიჩტრეკი

არსებითად, ელექტრო დამტვირთველებია, რომლებშიც წევის აკუმულატორი მოქმედებს როგორც საპირწონე. ამ ტიპის აღჭურვილობა გამოიყენება ვიწრო სივრცეებში სამუშაოდ, რომელსაც შეუძლია ტვირთის აწევა 12,5 მეტრის სიმაღლეზე.

ელექტრო შტაბელერი

ღირს არჩევანის გაკეთება შეზღუდული სამუშაო სივრცის დროს, ასევე მცირე მოცულობით დასამუშავებელი ტვირთის შემთხვევაში. განკუთვნილია პალეტების ასაწევად და ტრანსპორტირებისთვის.

ელექტრო ურიკები

შექმნილია ოპერატორის მუშაობის გასაადვილებლად მცირე დისტანციებზე ტვირთის ჰორიზონტალური გადაადგილებისას.

საწევარა ელექტრო და დიზელის ძრავზე

შეიძლება გამოიყოს აღჭურვილობის ცალკეულ კლასად, რადგან მათი მთავარი ამოცანაა საქონლის ტრანსპორტირება დიდ დისტანციებზე. განსაკუთრებით პოპულარულია აეროპორტებში, მსხვილ საწარმოებში ტვირთის ტრანსპორტირებისთვის სახელოსნოებს შორის.

რიჩტრეკერი (კონტეინერმზიდი)

გამოიყენება პორტებში კონტეინერების გადასაზიდად

რომელი ჩანგლიანი დამტვირთველი ავარჩიოთ?

ამ კითხვაზე პასუხის მიღება შეგიძლიათ ჩვენს კომპანიასთან დაკავშირებით. მხოლოდ ყველა ფაქტორის პროფესიონალური შეფასება საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ დამტვირთველი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენ სამუშაო პირობებს.

დამტვირთველების გაყიდვა ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, არის სურვილი მივაწოდოთ კლიენტს ტექნიკა, რაც გახდება ეფექტური რგოლი საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგცეთ რჩევა, დაგეხმაროთ აღჭურვილობის არჩევაში და შემდგომში მოვიწვიოთ კლიენტი ტესტ-დრაივზე. ჩვენთან შეგიძლიათ შეამოწმოთ და შეიძინოთ Heli დამტვირთველი ნებისმიერი ტიპის ძრავით, ამწევი სიმძლავრით, ასაწევი სიმაღლით და მრავალი სასარგებლო ოპციით საუკეთესო პროდუქტიულობისთვის.

Heli-ს ჩანგლიანი დამტვირთველის უპირატესობაა

HELI  60 წლიანი ისტორიის მქონე სახელმწიფო დონის საწარმოა. თითქმის 30 წელია – ჩინეთში N1, არის მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლების TOP-7-ში და 10 წელზე მეტია შემოგვაქვს საქართველოს ბაზარზე. ეს არის ჩინური დამტვირთველები, რომლებიც ცნობილია მთელ მსოფლიოში, მათი ექსპორტი ხდება 150-ზე მეტ ქვეყანაში.

რატომ ღირს HELI-ს დამტვირთველის შეძენა?

წარმოების მაღალი დონე, პროდუქციისა და კომპონენტების ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე, ტექნიკის აწყობის შესანიშნავი ხარისხი. Heli დამტვირთველები ინდუსტრიის სიამაყე და ფლაგმანია.

მაღალი ხარისხის კომპონენტები და ნაწილები, უახლესი მასალები და უნიკალური დიზაინის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს დამტვირთველის გამძლეობას, თუნდაც ყველაზე ინტენსიური დატვირთვის დროს.

Heli-ის ექსკლუზიური დილერისგან შეძენით, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობაში საქართველოს საწყობში.

დამატებითი უპირატესობა იქნება პროფესიონალური მომსახურება და აღჭურვილობის გახანგრძლივებული, სამ წლამდე გარანტია.