HELI-ს დამტვირთველების და საწყობის ტექნიკის სერვისული მომსახურება

სერვისზე ჩაწერა

გინდათ რომ თქვენმა ტექნიკამ იმუშაოს ეფექტურად და შეუჩერებლად?

მაშინ მოგვანდეთ რემონტი და სერვისი ჩვენ, მაღალი დონის პროფესიონალებს!

სერვისული მომსახურება, რემონტი

კაპიტალური რემონტი და აღდგენა

ჰიდრავლიკური ურიკების შეკეთება

საბურავების ჩაპრესვა

კატალიზატორის დაყენება

ელექტრო იმპულსის რეგულატორის დაყენება

აკუმულატორის მცველი ბლოკის დაყენება

ვიზუალური ნიშნის დაყენება

მიანდეთ თქვენი ტექნიკა პროფესიონალებს - მიმართეთ “ფორკლიფტ სერვის ჯორჯიას”

დამტვირთველების სერვისი

სასაწყობე ტექნიკის დროული ტექნიკური მომსახურება და სერვისი მინიმუმამდე დაიყვანს მოცდენის დროს და მაქსიმალურად გაგიზრდით ექსპლუატაციის ვადას. მოხმარების წესების დაცვა და პერიოდულად სერვისის ჩატარება მწარმოებელის რეგლამენტის მიხედვით, აგარიდებთ მოულოდნელ ავარიულ სიტუაციას. უნდა გვესმოდეს რომ ტექნიკა რომ არ გაგიჩერდეთ, აუცილებელია ჩატარდეს ტექ დათვალიერება, შემოწმება და გაუმართაობის დროული გამოვლენა, ცვეთადი ნაწილების შეცვლა, რაც აგარიდებთ მოულოდნელ ავარიულ სიტუაციებს.

 

 

“ფორკლიფტ სერვის ჯორჯიაში” ჩატარებული სერვისის უპირატესობა

დამტვირთველების სერვისი – ჩვენი კომპანიის ერთერთი წამყვანი სფეროა რომელშიც უკვე 10 წელია საუკეთესოები ვართ.

ჩვენთან ტარდება არა მარტო დამტვირთველის სერვისი, არამედ სხვა სასაწყობე ტექნიკის რემონტი და აღდგენა.

ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი და მარაგები საწყობში

ჩვენმა სპეციალისტებმა გაიარეს სპეციალური სწავლება და აკრედიტაცია

გვაქვს სათადარიგო ნაწილების სასაწყობე ბაზა ქ. თბილისში.

ადგილზე გამოძახების სერვისი

სასაწყობე ტექნიკის სერვისული მომსახურება

ყველა მწარმოებლის ტექნიკა საჭიროებს ყოველთვიურ ტექნიკურ მომსახურებას.

ყოველი სმენის შემდგომი ტექნიკური მომსახურება

ყოველი სმენის შემდგომი ტექნიკური მომსახურება. სამუშაოს დაწყებამდე მძღოლმა უნდა დაათვალიეროს დამტვირთველი, შეამოწმოს სამუშაო კვანძები, სამაგრები. შეამოწმოს საწვავი, ზეთები და სხვა სითხეები. (შეამოწმოს აკუმულატორი ელექტრო ტექნიკის შემთხვევაში). შეამოწმოს სავალი ნაწილი და საბურავები.

გეგმიური ტექნიკური მომსახურება

გეგმიური ტექნიკური მომსახურება ტარდება (ტმ1, ტმ2, ტმ3) ყოველ 200-250 მოტო საათში, ტმ2 ყოველ 500-600 მ/სთ-ში, ზოგი მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა ტმ3 ჩატარდეს ყოველ 1000-1500 მ/სთ-ში. ყველა მწარმოებელის ტექნიკის ტმ შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ საჭიროა დაიცვათ ექსპლუატაციის წესები რომ გამოირიცხოს არაგეგმიური ავარიული სარემონტო სიტუაცია. გეგმიურ ტმ ატარებს მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული სპეციალისტი. ტმ მოიცავს: ძალური აგრეგატების, სავალი ნაწილის დათვალიერებას, საჭის და სამუხრუჭე სისტემის რეგულირებას, მოჭიდების გამართულობას, სამაგრების და მილგაყვანილობების შემოწმებას, ფილტრების შეცვლა გასუფთავებას, შემაერთებელი საკისრების რეგულირებას, საპოხის გაახლებას, ზეთის შეცვლას. ყველა მწარმოებლისთვის ტმ განსხვავდება.

სეზონური ტექნიკური მომსახურება

სეზონური ტექნიკური მომსახურება ტარდება წელიწადში ორჯერ, გაგრილების სისტემის შემოწმებით და შეცვლით. ელექტრო დამტვირთველის შემთხვევაში მოწმდება აკუმულატორის ელექტროლიტი.